შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ელდარ გუნდიშვილი რუსი სამხედროების მხრიდან ცემის ფაქტს უარყოფს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 მარტი 2020
გამყოფ ხაზთან დაკავებული და შემდგომ გათავისუფლებული ელდარ გუნდიშვილი სამხარეო პოლიციაში ხელმეორედ დასაკითხად მიიყვანეს.  ,,ცემა არ ყოფილა. უბრალოდ ვიჭიდავეთ. როცა გავუძალიანდი და წავიქეცი, მაშინ ვიტკინე ცოტა. რაფერი დაჟეჟილობა მქონდა. ეხლა აღარაფერი მტკივა." - განაცხადა ელდარ გუნდიშვილმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ სამხარეო პოლიციის შენობა დატოვა. გუნდიშვილის ხელმეორედ დაკითხვის საფუძველი ანტისაოკუპაციო მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას" ლიდერის დავით ქაცარავას დღევანდელი განცხადება გახდა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია