გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პარლამენტმა შესაძლოა, კანონპროექტები ელექტრონულად განიხილოს და ელექტრონული კენჭისყრით დაამტკიცოს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 მარტი 2020

პარლამენტმა შესაძლოა, კანონპროექტები ელექტრონულად განიხილოს და ელექტრონული კენჭისყრით დაამტკიცოს.

ამ ინიციატივის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.

თააკვაძემ იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტებს, ასევე იურიდიულ დეპარტამენტს დაავალა, იმსჯელოს ინიციატივის გარშემო როგორც ტექნიკურ, ასევე სამართლებრივ გარემოებებზე.

„ერთი წლის წინ, როდესაც პარლამენტი და ჩვენ ვმუშაობდით ახალ რეგლამენტზე, მაშინ კომიტეტის ერთ-ერთ სხდომაზე დავაყენე წინადადება, რომ განგვეხილა ახალ რეგლამენტში ელექტრონული პროცედურის განხილვის და კენჭისყრის ელექტრონული შესაძლებლობის შემოტანა. დღეს მინდა ამ საკითხს კვლავ დავუბრუნდე და მოგმართოთ ყველას, რათა ვიფიქროთ და მოვამზადოთ ინიციატივა, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებში პარლამენტს მისცემს შესაძლებლობას კანონპროექტები განიხილოს ელექტრონული პროცედურით და ჩაატაროს ელექტრონული კენჭისყრა გადაწყვეტილების მისაღებად. ვფიქრობ, დღესაც არის საფუძველი რის გამოც შეიძლება მომავალში დასჭირდეს ასეთი ინსტრუმენტი და პლატფორმა პარლამენტს და მინდა მივმართო იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტებს, ასევე იურიდიულ დეპარტამენტს, რომ იმსჯელოს ამ ინიციატივის გარშემო ტექნიკურ თუ სამართლებრივ გარემოებებზე. ეს ინიციატივა დროულად მოვამზადოთ და დაჩქარებული წესითაც განვიხილოთ თუ საჭიროა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია