შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ინფექციის გადატანა ხდება უკვე მოსახლიდან-მოსახლეზე, სიტუაცია რთულდება“ - ეკატერინე ტიკარაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 მარტი 2020

ცოტა ხნის წინ, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, კორონავირუსის საფრთხესა და გავრცელების შესახებ კომენტარი გააკეთა

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ როდესაც ინფექციის გადატანა ხდება უკვე ქვეყანაში, მოსახლიდან-მოსახლეზე, სიტუაცია რთულდება, თუმცა ესეც არ იძლევა მოსახლეობისთვის პანიკის საფუძველს. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოქალაქეები იქნებიან მაღალი პასუხისმგებლობის მატარებლები და ისინი გაითვალისწინებენ ყველა იმ რეკომედაციას, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა, ამ შემთხვევაში ბევრად უფრო გამარტივდება ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის ინფექციის გადადების მართვა, ისევე, როგორც ჩვენი მოქალაქეები უფრო მეტად იქნებიან დაცულები“, - აღნიშნა მინისტრმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია