კახეთი
საქართველოში თბილი ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
09 მარტი 2020
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოში
თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ
საქართველოს დაბლობში +23, +28, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +18,
+23 გრადუსი იქნება. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის
დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს
აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
11-12 მარტს ზოგან გაწვიმდება, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა
შედარებით დაიკლებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 11 მარტს +20, +25
გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა
9-10 მარტს +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 11-12 მარტს +23, +24
გრადუსამდე მოიმატებს. 12 მარტს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის
მიმართულების ქარი.