სამცხე-ჯავახეთი
სარაგო კლუბი ‘ტაო’ თბილისის ‘არმიას’ შეხვდა
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
07 მარტი 2020
სარაგო კლუბი ‘ტაო’ თბილისის ‘არმიას’ შეხვდა
მთავარი → სიახლე, საზოგადოება 07.03.2020
სამცხე-ჯავახეთის საგარბო კლუბ „ტაოსა“ და თბილისის „არმიას“ შორის თამაში გორის სტადიონზე გაიმართა. მარცხის მიუხედავად, „ტაომ“ სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილი შეინარჩუნა.
5:34 ამ ანგარიშით დასრულდა დღეს, შვიდ მარტს გორში გამართული თამაში, „ტაო“ მოწინააღმდეგე „არმიასთან“ დამარცხდა.„დავმარცხდით, მაგრამ ბევრი ტრავმირებული გვყავდა, ზოგს ვირუსი ჰქონდა და ძირითადად ახალგაზრდები თამაშობდნენ. მაინც მშვენივრად ითამაშეს, დიდი ხანია ასეთი თამაში არ უთამაშიათ. „არმია“ ძლიერი გუნდია, იბრძვის უმაღლესში გადასასვლელად და ნამდვლად კარგი შედეგია ეს რაც დავდეთ“, - ამბობს ასპინძის ბაზის დირექტორი დავით მგელაძე.მისივე თქმით, „ტაო“ სატურნირო ცხრილში კლვავ მეხუთე ადგილს იკავებს.[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]