შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავის საავადმყოფოებში რამდენიმე ბოქსირებული პალატა გამოყვეს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 მარტი 2020

თელავის რეფერალურ და ცენტრალურ საავადმყოფოებში რამდენიმე ბოქსირებული პალატა გამოყვეს.

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის ზურა საჩიშვილის განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებაში 2 ბოქსირებული პალატაა და 4 ადამიანის მიღება შეუძლიათ.

ჩვენ არ გვაქვს ინფქციური განყოფილება, შესაბამისად ინფექციურ დაავადებებს ვერ ვემსახურებით, თუმცა გვაქვს ბოქსირებული პალატები და მოთხოვნაა, რომ კორონავირუსით შესაძლო დაინფიცირებული პაციენტები აუცილებლად თბილისში უნდა გადავიდნენ”, – აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას ზურა საჩიშვილმა.

ბოქსირებული პალატები გამოყვეს თელავის რეფერალური საავადმყოფოშიც.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის საფრთხის გამო კახეთში თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რაოდენობა 47-მდე გაიზარდა.
ახმეტაში 9, ყვარელში 5, სიღნაღში 5, ლაგოდეხში 5, გურჯაანში 9, თელავში 10 და საგარეჯოში 4 მოქალაქე იმყოფება თვითიზოლაციაში.

ექიმების თქმით, ვირუსის თავიდან ასაცილებლად ყველაზე ეფექტიანი მეთოდი ჰიგიენის დაცვაა: ხელების ხშირად დაბანა, ხველებისას ან დაცემინებისას პირზე ხელის აფარება.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსი საქართველოში უკვე 15 ადამიანს დაუდასტურდა.

ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია