„ხელში მიჭირავს ორი დოკუმენტი, რომელსაც მოეწერა ხელი. ერთი ეს არის შეთანხმების დოკუმენტი, მეორე ეს არის ერთობლივი განცხადება. ერთი ეხება საარჩევნო სისტემაში შეთანხმებას. საერთო განცხადება ეხება სწორედ პატიმრების საკითხს, ამიტომ ამ დოკუმენტის ბოლო წინადადება ეხება პრეზიდენტის მონაწილეობას ამ პროცესში. ჩვენი შეთანხმების შესაბამისად, ოთხი ადამიანი, ვინც დღეს იმყოფება პატიმრობაში, უნდა იყოს თავისუფალი. როგორ იქნება, რა მექანიზმით, ამას უახლოეს პერიოდში ვნახავთ“, - უთხრა მედიას გიორგი ვაშაძემ დღეს, 9 მარტს "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის ლიდერთა შეხვედრის დაწყებამდე.
„მინდა მივმართო ბატონ კობახიძეს, რომ ბატონო კობახიძე, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, 110/40-ზეც ამბობდით, რომ თითქოს ვიღაც ტყუოდა, არადა აღმოჩნდა, რომ სიმართლე იყო. ასევე მოკლე ფეხები ექნება თქვენს ტყუილს, რომელსაც ახლა კადრულობთ და ჩემზე ამბობთ, რომ როდესმე მოვიტყუე. ყოველთვის ვსაუბრობ სიმართლეს, დოკუმენტებით გამყარებულს", - განაცხადა ვაშაძემ.