გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 მარტი 2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს იური ნოზაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე განათავსეს. დაავადება ნოზაძეს გუშინ განმეორებითი კვლევის ჩატარების შემდეგ დაუდგინდა. 

მანამდე კი კორონავირუსი დაუდასტურდა მინისტრის მოადგილის შვილს, სწორედ ამიტომ იმყოფებოდა ნოზაძე და მისი ოჯახის სხვა წევრები თვითიზოლაციაში. ინფორმაცია ამის შესახებ გუშინ თავად მინისტრმა დაადასტურა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი მოადგილე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია