შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

წულუკიანი მოქალაქეებს: მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ნუ მობრძანდებით იუსტიციის სახლებში

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 მარტი 2020

იუსტიციის მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევების გარდა დღეიდან მომდევნო 2 კვირის განმავლობაში არ მივიდნენ იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, სანოტარო ბიუროებსა და რეესტრების ტერიტორიულ სამსახურებში. წულუკიანის თქმით, მათი მიზანია რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მოძრაობდეს საჯარო სივრცეებში და თუ შესაძლებელია რიგი სერვისები მიიღონ ონლაინ. 

„იუსტიიცის სამინისტროს იუსტიციის სახლები, საზოგადოებრივი ცენტრები და რეესტრების ტერიტორიული სამსახურები, ასევე სანოტარო ბიუროები ემსახურებიან დღეში 30 ათასზე მეტ მოქალაქეებს.

მოგმართავთ ყველას და მოგიწოდებთ დღეიდან მომავალი ორი კირის განმავლობაში, თუ არა არსბებობს რაიმე გარდაუვალი აუცილებლობა, ნუ მობრძანდებით აღნიშნულ დაწესებულებებში.

გარდაუვალი აუცილებლიბა არის აუცილებლობა, რომლის გადადება გვიანდელი დროისთვის არ შეგიძლაით. ეს არ არის მხოლოდ მოწოდება. ეს არის პრინციპული მოწოდება და თხოვნა, რომ ჩვენ ყველამ მივიღით მონაწილეობა კორონავირუსის პრევენციისთვის.

ასევე მნიშვენლოვანია მოქალაქე, რომესაც ექნება გარდაუვალი აუცილებლობა, მან თავი შეიკავოს თან ყავდეს თანმხლები პირები. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მოძრაობდეს საჯარო სივრცეებში. თუ შეგიძლიათ ესა თუ ის მომსახურება მიიღოთ ელექტრონულად, მიმართეთ ამ მეთოდს. ჩვენ გამოვაქვეყნებთ იმ სერვისების ნუსხას, რომლის მიღება შესაძლებელია ონლაინ“-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია