შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანის ბაღებში განმეორებითი სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 მარტი 2020
გურჯაანის ბაგა-ბაღებში კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები მეორედ ტარდება.

სკოლამდელი სააღზმრდელო გაერთიანების დირექტორის, ლელა თევდორაშვილის განმარტებით, განმეორებითი პროცესი გუშინ დაიწყო და დღეს დასრულდება.
„როგორც ყველა სხვა სააღმზრდელო დაწესებულებაში, გურჯაანის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის დაწყება პირველ აპრილამდე გადაიდო. დეზინფექცია ერთხელ უკვე ჩავატარეთ და განმეორებით გუშინ დაიწყო. ყველა ბაღში სამუშაოებს ადგილობრივი ძალებით ვახორციელებთ. თანამშრომლები გადამზადებული არიან სანიტარია-ჰიგიენის ტრენინგებზე და კარგად იციან რა უნდა გააკეთონ. ვიყენებთ ყველა იმ ხსნარს, რომელიც რეკომენდირებულია ჯანდაცვის სამსახურის მიერ. სასწავლო პროცესის დაწყებას ყველა დაწესებულება დეზინფიცირებული შეხვდება.“

მისივე თქმით, სამუშაოების დასრულების შემდეგ ყველა ბაღი პირველ აპრილამდე დაიკეტება.




დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია