შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"როგორც ვხედავ, ამ კორონას ტვინისთვის უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე ფილტვებისთვის" - ნუგზარ სულაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 მარტი 2020

ქართველი ემიგრანტი ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში კორონა ვირუსის საფრთხის გამო საზოგადოებაში არსებულ პანიკაზე საუბრობს. მისი თქმით, ვირუსი ფილტვებზე მეტად ტვინზე მოქმედებს და პანიკას და არაადეკვატურ ქმედებებს იწვევს.
"აივნიდან ვუყურებ ცარიელ ქუჩას და ვხდები, როგორ მაღიზიანებს ეს სიცარიელე.
მინდა ისევ ხმაურობდეს ხალხი...
და უცებ ვხედავ გამოჩნდა რამდენიმე კაცი. მოდიან მხიარულად. რაღაცეებს უყვებიან ერთმანეთს...
და...
და ესაც მაღიზიანებს...
ამის დროა? ვერ დაეტევიან სახლში?
ანუ გამოდის რომ ორივე ვარიანტი ერთნაირად მაღიზიანებს...
აგია პიზდეცი, მეტი კი სხვა არაფერი
კორონა, ფილტვებზე ბევრ ჩვენგანს არ გვიგრძნია და ღმერთმა არც გვაგრძნობინოს, მაგრამ ტვინს რა უნდა ვუშველოთ? ტვინს, რომელმაც იგრძნო?!როგორც ვხედავ ამ კორონას, ტვინისთვის უფრო მეტი ზიანი მოაქვს ვიდრე ფილტვებისთვის." - წერს ნუგზარ სულაშვილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია