გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ — მეუფე გრიგოლი მიიჩნევს, რომ კორონავირუსი გამო სინოდის სხდომა უნდა შეიკრიბოს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 მარტი 2020

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, გრიგოლ ბერბიჭაშვილი მიიჩნევს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული პროცესების გამო სინოდის სხდომა უნდა შეიკრიბოს და ერთიან პოზიციაზე შეჯერდეს. მისი თქმით, ჯერ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადებულა, მაგრამ ვირუსის შესახებ მწირი ინფორმაცია არსებობს და მდგომარეობა დამაფიქრებელია.

"არის იმის საშუალება მგონი, რომ მღვდელმთავრები შევიკრიბოთ და ერთიანი პოზიცია შევიმუშავოთ, როგორ მოვიქცეთ. ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს მხრებზე, იმაზე თუ ეკლესიაში რა მოხდება", — განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

მანვე აღნიშნა, რომ შეხვედრა იმისთვისაცაა საჭირო, რომ გაირკვეს რომელია პატრიარქის კურთხევა და რომელი არა. მისი თქმით, გაურკვეველია ვინ არის ის, ვინც ეკლესიის სახელით საუბრობს, რადგან რეკომენდაციები, რომელსაც ეკლესია გასცემს, პირადად პატრიარქისგან არ მოუსმენია.

კორონავირუსის პრევენციისთვის ერთჯერადი კოვზით ზიარებაზე საპატრიარქომ უარი თქვა, თუმცა განაცხადა, რომ ზიარების შემდგომ სასმლის (სიტკბოების) მიღება მრევლს ერთჯერადი ან საკუთარი ჭიქით შეუძლია. გარდა ამისა, მრევლს მისცეს რეკომენდაცია ყოველ დილას, უზმოზე ნაკურთხი წყალი დალიონ და სახლსა და სამსახურში აპკურონ. ასევე, პატრიარქის გადაწყვეტილებით ყოველ კვირა დღეს, 12 საათზე ყველა ტაძარში უნდა დაირეკოს ზარი და მრევლმა, ეკლესიაში და სხვაგანაც, ერთად ილოცოს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია