სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა არ გაუარესებულა – მარინა ეზუგბაია

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 მარტი 2020
ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა არ გაუარესებულა – მარინა ეზუგბაია მთავარი → სიახლე, საზოგადოება 13.03.2020 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 22 პაციენტი ჰყავთ. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროისთვის კორონავირუსზე ანალიზების პასუხს 18 პაციენტი ელოდება. თბილისის ინფექციური საავადმყოფოში ამ ეტაპზე 53 პაციენტი მკურნალობს, აქედან 22–ს კორონავირუსი აქვს. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში 20 პაციენტს ჩაუტარდა ვირუსზე ტესტირება და 20–ვე პასუხი უარყოფით აღმოჩნდა.დღეს, 13 მარტს ჯამში 18 პაციენტის ნიმუშია გაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიაში და პასუხს ელოდებიან.რაც შეეხება ინფიცირებულებს, ეზუგბაიას განმარტებით, პაციენტების მდგომარეობა უცვლელია და არ გაუარესებულა.ინფექციური საავადმყოფოს ხემძღვანელი მოუწოდებს მოქალაქეებს, ვინც მაღალი რისკის ქვეყნებიდან ბრუნდებიან, დაიცვან თვითიზოლაციის წესები.„მოსახლეობას მივმართავ, ვინც დაბრუნდნენ მოგზაურობიდან აუცილებლად საჭიროებენ თვითიზოლაციას. არ უნდა დატოვონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილები. ამისთვის მათ უნდა დავეხმაროთ და საჭირო პროდუქტებით და ნივთებით მოვამარაგოთ“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.რაც შეეხება პირველ ინიცირებულ, 50 წლამდე კაცს, მას კიდევ აღენიშნება ვირუსი და უტარდება შესაბამისი კვლევები.„16 დღის მერე ჩატარებული ტესტირებით მცირე კონცენტრაციით განისაზღვრა ვირუსი, ეს ნიშნავს იმას, რომ პაციენტთან გრძელდება ინფიცირება, 2–4 დღეში კიდევ უნდა გავიმეოროთ, თუ ამ პერიოდში ტესტირებაზე მივიღეთ უარყოფითი, მეორედაც უნდა მივიღოთ უარყოფითი პასუხი ორ დღეში. პაციენტი გამოჯანმრთელებლად ითვლება თუ მას 24–საათიან შუალედში აღებული ანალიზის პასუხები უარყოფითი იქნება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით 25 ადამიანია ინფიცირებული. ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების ოთხი წყარო არსებობს ერთი ირანი, ორი იტალია და ერთი ესპანეთი.ასევე გირჩევთ:რა სიმპტომები აქვს კორონავირუსს და როგორ დავიცვათ თავი ინფექციისგან? რა უნდა გაითვალისწინოთ თვითიზოლაციაში ყოფნის დროს – რეკომენდაციები[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია