შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კორონავირუსით ინფიცირებულებიდან 8 პაციენტს პნევმონია აქვს – მარინა ეზუგბაია

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 მარტი 2020
კორონავირუსით ინფიცირებულებიდან 8 პაციენტს პნევმონია აქვს – მარინა ეზუგბაია მთავარი → სიახლე, საზოგადოება 16.03.2020 ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული რვა პაციენტიდან, ოთხის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. „პნევმონიით რვა პაციენტი გვყავს, მათგან ოთხი მძიმე პნევმონიით ფასდება, სტაბილური სიტუაციაა დაწყებული მკურნალობის ფონზე და ვიმედოვნებთ, რომ პროგრესირება არ იქნება. დანარჩენ ოთხ შემთხვევაში საშუალოზე მსუბუქი მიმდინარეობით არის პნევმონია. მდგომარეობა აქაც მკურნალობას ექვემდებარება ამ ეტაპზე და მათთანაც არ შეინიშნება პროგრესირება", – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა.მისი თქმით, "სტაბილური სიტუაცია აუცილებლად არ ნიშნავს სტაბილური სიტუაციის შენარჩუნებას, ამაში მონაწილეობს როგორც ორგანიზმური პასუხი, ასევე თვითონ ვირუსის ხასიათი და აქედან გამომდინარე, დაავადების პროგრესირება შეიძლება ნებისმიერ ეპიზოდზე განვითარდეს გამოვლენიდან 13 დღის განმავლობაში“.დღეის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში 637 ადამიანია.ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსს 683 ადამიანი ემსხვერპლა. ყველაზე მეტი, 368 ადამიანი ვირუსმა იტალიაში იმსხვერპლა, 96 პაციენტი დაიღუპა ესპანეთში, საფრანგეთში – 36. 113 ადამიანი გარდაიცვალა ირანში, ჩინეთში – 14.კორონავირუსით მსოფლიოში ჯამში 6 518-ი ადამიანი გარდაიცვალა, 77 776 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია