შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის, ჯარიმები წესდება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 მარტი 2020

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტში დღეს დაჩქარებული წესით დარეგისტრირდება ინიციატივა, რომელიც კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დამრღვევი პირებისთვის შესაბამის ზომებს ითვალისწინებს.

მდინარაძე ამბობს, რომ ასეთი პირების მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის საკითხიც განიხილება.

„საპარლამენტო უმრავლესობა შეუერთდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას და დღესვე, დაჩქარებული წესით დარეგისტრირდება ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, იქნება სავარაუდო ჯარიმა და შესაბამისი სასჯელი მათთვის, ვინც შეეცდება, დაარღვიონ კარანტინისა და თვითიზოლაციის წესები.

სამწუხაროდ, ეს საჭირო გახდა იმის მიუხედავად, რომ უმრავლესობა ვინც თვითიზოლაციაშია, პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საკითხს, მაგრამ არიან გამონაკლისები, რომლებიც ამ წესს არ იცავენ.

ჩვენ უფრო ვფიქრობთ, რომ ადმინისტრაციულ კოდექსში დაჩქარებული წესით შევიტანთ ცვლილებებს. ჩვენ უნდა ვიყოთ ადეკვატურად მკაცრები ასეთი შემთხვევების მიმართ, ჩვენ არ გამოვრიცხავთ და განვიხილავთ ასევე ადმინისტრაციულ პატიმრობასაც. თუმცა, წინასწარ არ შეიძლება ამაზე საუბარი, დღეს გვექნება კონსულტაციები უმრავლესობასთან და საღამომდე უკვე იქნება კანონპროექტი დარეგისტრირებული“ ,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია