შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"დარჩით სახლში, რომ არ მივუტანოთ ვირუსი ჩვენს მოხუცებს, რომლებიც ამას ყველაზე მძიმედ გადაიტანენ"- პაატა იმნაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 მარტი 2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ახალგაზრდები უნდა მოუფრთხილდნენ მოხუცებს, რომლებიც დაავადებას რთულად გადაიტანენ.

„პირველ რიგში, როდესაც პირველ ეტაპზე და ეს ეტაპი, რა თქმა უნდა, ახლაც გრძელდება, როცა ყველა ჩამოსული საზღვარგარეთიდან, განსაკუთრებით ვთქვათ ევროპის ქვეყნებიდან, ასევ სხვა მაღალი დასენიანების მქონე ქვეყნებიდან კარანტინში ან თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყვნენ. ეს რას ნიშნავს?ყველა ჩამოსული პოტენციურად შეიძლება იყოს ავადმყოფი, ამ დაავადების ინკუბაციური პერიოდი არის 14 დღემდე, უმრავლეს შემთხვევებში ის უფრო ადრეც ვლინდება. არის ცალკეული გამონაკლისები, როცა შემდეგაც ვლინდება, მაგრამ გამონაკლისებზე ვერ აიგება სტატისტიკა.

100 000 შემთხვევა რომ იყო ჩინეთში, იქ იყო გამონაკლისი, ჩვენთან, საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. ამიტომ 14 დღე ადამიანი უნდა იყოს იზოლაციაში, რათა თუ მას ამ 14 დღის განავლობაში გამოუვლინდება დაავადება, მან არ გადასდოს სხვას.

საგანგებო მდგომარეობაში ჩვენ ყველა ვართ ამ მდგომარეობის გამოუცხადებლად. ყველაფერი კეთდება ჯერჯერობით ისე, რომ რაღაც დამატებითი ინსტრუმენტები მთავრობას არ სჭირდება. მაგალითად, ჩვენი ცენტრი და ექიმები ამ დგომარეობაში ორი თვეა, ვცხოვრობთ. წარმოადგინა მინისტრმა გეგმა, რომლითაც უკვე გამზადებულია ის საწოლთა ფონდი, რომელიც პირველი მიიღებს ასე ვთქვათ დარტყმას თავის თავზე გარდა ინფექციური საავადმყოფოსა. ზოგიერთმა საავადმყოფომ უვე მიიღო პირველი პაციენტები. თუ საჭირო გახდა, შემდეგ ჩაერთვება ჰოსპიტალური სექტორი, რომელიც კერძო სექტორია და ისინიც უკვე პაციენტების მისაღებად მზად არიან.

მთავარი იქნება ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი მოხუცებისადმი, ჩვენი ხანდაზმულებისადმი. რომ ვამბობთ – სახლში დარჩი, ეს იმას ნიშნავს, რომ სახლში რომ დავრჩეთ, არ მივუტანოთ ჩვენს მოხუცებს ეს ვირუსი, ისინი გადაიტანენ ყველაზე მძიმედ. მნიშვნელოვანია, ჩველა ჩვენგანმა გაითავისოს, რომ მე რომ ავად გავხდები, ახალგაზრდა თუ ვარ, ადვილად გადავიტან, შეიძლება ჩემი ოჯახის წევრები, ხანდაზმულები სასიცოცხლო რისკის ქვეშ დავაყენოთ“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ პირველი არხის ეთერში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია