შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩემი ხელფასის 2/3-ს ოზურგეთს ვუგზავნი, რომ ბავშვებს ინტერნეტზე წვდომა ჰქონდეთ – თალაკვაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 მარტი 2020

ამ თვეში ჩემი ხელფასის 2/3-ს, ჩემს მაჟორიტარულ ოლქს, ოზურგეთს ვუგზავნი, რომ ბავშვებს, ვისაც სჭირდება წვდომა ინტერნეტზე – მობილური ინტერნეტ ბარათები ვუყიდოთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

”პატარა მოქალაქეებსაც აქვთ თავისი მზადყოფნა ამ ვითარებაში! ანა ბეატრისი და ბევრი მისი მეგობარი მთელი ქვეყნის მასშტაბით, დისტანციურად ესწრება გაკვეთილებს.

 ექიმების შემდეგ, ახლა, უკვე მასწავლებლები გვაძლევენ მაგალითს, რა შეუძლიათ, როცა ქვეყანა გამოწვევის წინაშეა!

ამ თვეში ჩემი ხელფასის 2/3-ს, ჩემს მაჟორიტარულ ოლქს, ოზურგეთს ვუგზავნი, რომ ბავშვებს, ვისაც სჭირდება წვდომა ინტერნეტზე – მობილური ინტერნეტ ბარათები ვუყიდოთ”, – კითხულობთ თალაკვაძის პოსტში.

შეგახსენებთ, თავდაპირველად სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი 16 მარტს უნდა განახლებულიყო, თუმცა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ის, ამ ეტაპზე, 1 აპრილამდე გადაიდო.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია