შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ონლაინ გაკვეთილები - განათლების სამინისტროს რეკომენდაცია მასწავლებლებს

კულტურა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 მარტი 2020

„კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლების ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის Microsoft-ის 15-ზე მეტი პროდუქტის გამოყენების შესაძლებლობას სთავაზობს, რომლებიც მათ ონლაინ ინტერაქტიული გაკვეთილების წარმართვაში დაეხმარება. დისტანციურ სასწავლო პროცესს მორგებული პროგრამები, მათ შორის, Teams, ვიდეო გაკვეთილების, მათი ჩანაწერების, დავალებების მომზადების, თემების ჯგუფურად განხილვისა და სამუშაო ფაილების გაზიარების შესაძლებლობას იძლევა“,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.  

„ჰოთნიუსი“ განათლების სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განგვიმარტეს, რომ სამინისტროს შეთავაზება არ არის სავალდებულო, მას აქვს რეკომენდაციის სახე და მასწავლებელი თავისუფალია საკუთარ არჩევანში, რა გზას გაოიყენებს მოსწავლეებთან ურთიერთობისთვის, იქნება ეს მაიკროსოფტის პროგრამა, „ფეისბუქი“, სკაიპი თუ სხვა საშუალება მოსწავლეებთან ვირტუალურად დასაკავშირებლად.  

http://hotnews.ge

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია