ქართულო ოცნების ლიდერი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ ეპიდემიის პირობებში არჩევნები არ უნდა ჩატარდეს და არ ჩატარდება. ამ თემაზე ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში ისაუბრა.
"ეპიდემიის პირობებში არჩევნები არ უნდა ჩატარდეს და არ ჩატარდება, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზაფხულისთვის უკვე ეპიდემია გადაივლის და შესაბამისად, არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად სტანდარტულ გარემოში, შესაბამისად, აქტივობაზე არ უნდა აისახოს", — აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.