შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გრიგორიჩ, პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის საუკეთესო ადგილი მტკვარია, ტივი შეკარით, ტივი"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 დეკემბერი 2018

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილს ურჩევს, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია მტკვარზე ჩაატაროს.

"სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თბილისში არ შედგებაო. გრიგოლიჩ, ხალხის მოვარდნის თუ გეშინია, რას გირჩევ იცი? თბილისი მაინც ხელისუფლების ცენტრია და ჭორვილის ტყეში ფიცის დადებას ეშხი არ ექნება. ამიტომ, მტკვარზე დიდი ტივი შეკარით და სანამ მცხეთიდან ორთაჭალამდე ცურვით დაყვებით, სალომე თავისი ქართულით ფიცის წაკითხვასაც მორჩება. ასარევათ მოსული ხალხი კი მტკვარში ნაღდად არ გადმოხტება, წყალი ახლა ისეთი ცივია. პ.ს. არღანის წაღება არ დაგავიწყდეთ, მტკვარზე დაცურებულ ტივს უხდება, ოღონდ რუჩკა სალომეს ბიჭს დაატრიალებინე აუცილებლად“, - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

ცნობისათვის, ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რომელ ქალაქში ჩატარდება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია