შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სად იკრძალება 10-ზე მეტი პირის თავშეყრა და სად არის დასაშვები - საქართველოს მთვრობის დადგენილება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 მარტი 2020

COVID-19 -ის გავრცელების შედეგად საქართველოს მთვრობამ რიგი ღონისძიებები გაატარა ახალი კორონავირუსისი გავრცელების აღსაკვეთად. ამავდროუალად ქვეყნდება დადგენილება, სადაც საუბარია სად არის აკრძალული და დაშვებული 10-ზე მეტი პირის თავშეყრა.
დადგენილების მიხედვით, იკრძალება:

- 'შეკრება ან/და მანიფესტაცია.
- იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელ მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს.
- იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან (მაგ: ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები)'.

10-ზე მეტი ფიზიკური პირის თავშეყრა, მათ შორის, კერძო დაწესებულებებში, რომლებიც კვლავ აგრძელებენ მუშაობას. ასევე აუცილებელი მოთხოვნაა ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვა.
შეზღუდვები არ ეხება:

-' სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში პირთა თავშეყრას მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით;

- საზოგადოებრივ ტრანსპორტს, თუ მათზე არ ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის დროს საქმიანობის შეჩერების მოთხოვნა;

- სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას'.

შეგახსენებთ, რომ მთვარობის მიერ გამოქვყნებულ შეზღუდვებზე კონტროლს ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია