შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ერთადერთი გამოსავალი, რომ ქვეყანა კრიზისში არ შევიდეს, არის ის, რომ ადამიანებს არჩევანის გზა დაუტოვონ"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 დეკემბერი 2018

დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს თავმჯდომარე იზიარებს გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნას პროპორციული სიით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.

ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ არ შეიძლება, ქართული ოცნება მუდმივად აყვედრიდეს საზოგადოებას, რომ ენმ არ არის ხელისუფლებაში და ყველაფერს აბრალებდეს ამ პარტიას. ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ იმისთვის, რომ დასრულდეს „გადადექი, გადადექის“ ძახილი, აუცილებელია, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვალოს.

ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მას ახსოვს, როგორ გაყალბდა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ისევე, როგორც ეს მოხდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

„ერთადერთი გამოსავალი, რომ ქვეყანა კრიზისში არ შევიდეს და ერთადერთი გამოსავალი, რომ რეალურად გაიხსნას არჩევანის გზა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ადამიანებს არჩევანის გზა დაუტოვონ. როდესაც შენ ადამიანებს არჩევანის საშუალებას არ უტოვებ, როდესაც შენ ატარებ ისეთ არჩევნებს, როგორიც იყო, თუნდაც, 2016 -ში, თუნდაც ახლა, როცა ადამიანები ხვდებიან, რომ შენ ყველა შემთხვევაში შეგიძლია, გადაიხადო, თუნდაც, 10 მილიონი, ერთი მილიონით მეტი და შესაბამისად არჩევანით შენ ვერ შეიცვლები, რა გზას უტოვებ საზოგადოებას,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ გადაცემა "არჩევანში"

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია