სამცხე-ჯავახეთი
ბავშვთა ვაქცინაცია უწყვეტად უნდა გაგრძელდეს - დაავადებათა კონტროლის ცენტრი
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
27 მარტი 2020
ბავშვთა ვაქცინაცია უწყვეტად უნდა გაგრძელდეს - დაავადებათა კონტროლის ცენტრი
მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 27.03.2020
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ პრინციპულად აუცილებელია, ბავშვთა გეგმური ვაქცინაცია ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს.
ცენტრი განსაკუთრებით ხაზს უსვამს, რომ ისეთი ინფექციების ნაწილი, როგორებიცაა ყივანახველა, პნევმოკოკი, წითელა და სხვ. ახალი კორონავირუსის მსგავსად სასუნთქი სისტემის დაზიანებას იწვევს. „კორონავირუსული ეპიდემიის პირობებში ძალზე საშიშია პატარების საფრთხეში დატოვება აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი დაცვის გარეშე.თქვენი იმუნიზაციით მომსახურების უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, პოლიკლინიკებს და დაწესებულებებზე, სადაც ტარდება გეგმური ვაქცინაცია გაცემულია მითითება, რომ აცრის ვიზიტისთვის თქვენთან წინასწარ შეთანხმდეს (სატელეფონო ან წერილობითი სახით) ზუსტი თარიღი და დრო აცრების ჩასატარებლად. აღნიშნული უზრუნველყოფს სამედიცინო დაწესებულებებში თქვენი და თქვენი შვილის დაყოვნების ხანგრძლივობის, მომლოდინთა რიგების მინიმიზებას და დერეფნების განტვირთვას“ - განცხადება ცენტრის ფეისბუკ გვერდზეა გამოქვეყნებული. 27 მარტის 16:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 81 დადასტურებული შემთხვევაა. განკურნებულია 13 პაციენტი. 4 505 ადამიანი კარანტინშია, 247 კი სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. [sknews.ge]