გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"რომ გადავრჩეთ დავრჩეთ სახლში!" - ნიკა მელიას მიმართვა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 მარტი 2020

ჩვენი სიცოცხლის გადასარჩენად ერთადერთი გზა, სახლში დარჩენაა - ნიკა მელია სოციალური ქსელით მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს, დარჩნენ სახლში და ამ გზით დაეხმარონ ექიმებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ვირუსის ფართოდ გავრცელება, რასაც ქვეყნის ჰოსპიტალური სისტემა ვერ გაუძლებს.

„ახლა, ერთ-ერთ ტელეგადაცემას ვუყურებდი- ექიმი საუბრობდა, მისმა კვალიფიციურმა საუბარმა მიბიძგა ეს პოსტი დამეწერა.

კორონავირისის მასობრივი გავრცელებისგან თავის არიდების და შესაბამისად ჩვენი ჯანმრთელობის, სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა სახლში დარჩენაა. თორემ თუ ვირუსი ფართოდ გავრცელდა და ქვეყანას მოედო, ჩვენი ჰოსპიტალური სისტემა ვერ გაუძლებს, აღარც ექიმები იქნება საკმარისი - არსებული სისტემა და მედპერსონალი ზღვრულ რაოდენობის ზემოთ ვეღარ დაეხმარება ხალხს.

ამიტომ, თუ ჩვენ დღეს არ დავეხმარეთ ექიმებს, ექიმები ვეღარ დაგვეხმარებიან ჩვენ. ჩვენი მხრიდან დახმარება კი მხოლოდ და მხოლოდ სახლში დარჩენაა. მესმის რა მძიმეცაა ეს, რა ფსიქოლოგიურ, მატერიალურ სიძნელეებთანაც არის დაკავშირებული, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს.

რომ გადავრჩეთ - დავრჩეთ სახლში!“ - წერს ნიკა მელია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია