შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დევნა გორში - პოლიციელებმა მოქალაქე დააკავეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 მარტი 2020
გორში, ლომბჭაბუკის სკვერში პოლიციელებმა მოქალაქე დააკავეს. თვითმხილველის ცნობით, მამაკაცი გარბოდა და პოლიციელები მისდევდნენ. სხვა პოლიციელები ოთხი ეკიპაჟის მანქანით სკვერთან სხვადასხვა მხრიდან მივიდნენ. საბოლოოდ მამაკაცის დაკავება საგამოფენო სივრცის შესასვლელთან მოხერხდა. ფოტო ლომჭაბუკის სკვერშია გადაღებული. მოქალაქეების ცნობით, მამაკაცი მეზობლებს ნაჯახით ემუქრებოდა. ხოლო ადგილზე მისულ სამართალდამცველებს არ დაემორჩილა და გაიქცა. დევნაც სწორედ ამის გამო განხორციელდა. შს სამინისტროს პრეს-სამსახური აცხადებს, რომ პრევენციის მიზნით, მოქალაქე საავადმყოფოში ფსიქიატრთან გადაიყვანეს.  
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია