შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტები შეიძინა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 მარტი 2020

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის, რომლებსაც შექმნილი მდგომარეობის გამო სასწავლო პროცესი შეუჩერდათ საკვები პროდუქტები შეიძინა.

არამალფუჭებად პროდუქტებს, ასევე, ბოსტნეულს, ხილს და ტკბილეულს ოზურგეთის საბავშვო ბაღების ყველა აღსაზრდელი მიიღებს.

მიმდინარეობს პროდუქტების განაწილება 44 საბავშვო ბაღზე, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, კორონავირუსთან ბრძოლის ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი სირაძე ესწრება.

საკვები პროდუქტები საბავშვო ბაღებს ა.(ა).ი.პ. "ოზურგეთის სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრისგან" ეტაპობრივად გადაეცემათ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია