შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ვირუსის რა გითხრათ მაგრამ ქოცობა, რომ განუკურნებელი სენია ეს დადასტურებულად შემიძლია ვთქვა"- დავით მჟავანაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 მარტი 2020

"ვირუსის რა გითხრათ მაგრამ ქოცობა, რომ განუკურნებელი სენია ეს დადასტურებულად შემიძლია გითხრათ"- ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაზე, მთავრობის უარს. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მთავრობას, საკუთარი სახსრებით, ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნების გეგმა შესთავაზა.

"ამ მძიმე ვითარებაში სანამ ოლიგარქი ხეების წინ და უკან თრევით არის დაკავებული, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ემიგრანტების ჩამოყვანაზე მუშაობს, ხოლო გატუტუცებული თბილისის მერი მის ამ გადაწყვეტილებას მავნებლობაზე უწოდებს.

ყოველივე ამაზე თუ შეფასებას გააკეთებ და რამეს იტყვი გამოხტებიან და დაიწყებენ ჭკუის სწავლებას ახლა ხომ პოლიტიკური განცხადებების დრო არ არისო.
ვირუსის რა გითხრათ მაგრამ ქოცობა, რომ განუკურნებელი სენია ეს დადასტურებულად შემიძლია გითხრათ."- წერს მჟავანაძე

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია