სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ერთ დღე–ღამეში საგანგებო რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი იქნა გამოვლენილი

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 მარტი 2020
ერთ დღე–ღამეში საგანგებო რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი იქნა გამოვლენილი მთავარი → სიახლე, სამართალი, კორონავირუსი 29.03.2020 ბოლო 24 საათში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ყველა რეგიონში საგანგებო რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი იქნა გამოვლენილი. 96 მოქალაქე დაჯარიმდა საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო.სამი იურიდიული, ხოლო რვა ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.მიკროავტობუსით მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანის ფაქტზე დაჯარიმდა ხუთი პირი.იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევაზე კი 13 მოქალაქე.შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია