შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს კიდევ ერთი სახლი სოფელ ასფარაში დაუწვეს. ეს სახლი წლების განმავლობაში დაკეტილი იყო, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 დეკემბერი 2018
ნინოწმინდაში, ფოკას მეზობლად მდებარე სოფელ ასფარაში, ბრალდებულის საკუთრებაში არსებულ სახლს ცეცხლი დღეს, ხუთ დეკემბერს, დაახლოებით, 16:30 საათზე წაუკიდეს. ასფარაში მერის წარმომადგენელი მასი აგასიანი „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ დამწვარი სახლი ნამდვილად ბრალდებულს ეკუთვნოდა, თუმცა მან ჩვენ სხვა შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ იუსრვა და მობილური ტელეფონი გათიშა. „ასფარაში რა მოხდა არ ვიცი, ერთი რაც დავინახე ისაა, რომ მაგ სოფლისკენ სახანძრო მანქანა მიდიოდა“, – გვითხრა სოფელ ფოკაში მერის წარმომადგენელმა გიორგი ჩაპანიანმა. საგანგებო სიტუაციების მართივის სამსახურში ამბობენ, რომ ხანძარი ლოკალიზებულია და მეხანძრეები მის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროდან მომხდარზე კომენტარს ამ დრომდე ველოდებით. "ბრალდებულის ოჯახი პოლიციამ უსაფრთხო ადგიზლე მკვლელობის დღესვე გამოიყვანა. მათი სოფელში დარჩენა არ შეიძლება. მე სხვა ინფორმაცია არ მაქვს", – გვითხრა მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა ავთანდილ თელიაშვილმა. ნინოწმინდაში, სოფელ ფოკაში, სამ დეკემბერს 33 წლის კაცი, როგორც ადგილობრივები ამბობენ, თანაკლასელმა მოკლა. გარდაცვლილს სამი ტყვია მუცელში, ერთი კი თავში აქვს მორტყმული. პოლიციამ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ამავე დღეს, მომხდარიდან ერთ საათში დააკავა. პოლიცია ამ ფაქტს მკვლელობის მუხლით იძიებს. ამავე დღეს, სოფელში ბრალდებულის ორი სახლი და ოთხი მანქანა გადაწვეს. "ეს სოფლის კანონია", – ამბობენ ადგილობრივები და ამატებენ, რომ "ასეთ დროს სოფელი ერთ მუშტადაა შეკრული". ამ ფაქტს შსს სხვისი ქონების დაზიანების მუხლით იძიებს. მკვლეობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, დღეს, ხუთ დეკემბერს შეეფარდა. [მარიამ ბარძიმაძე, ნინოწმინდა]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია