სამცხე-ჯავახეთი
რა პროცედურები ტარდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
01 აპრილი 2020
რა პროცედურები ტარდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე
მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 01.04.2020
სამცხე-ჯავახეთში, საკონტროლო პუნქტები მხოლოდ ახალციხეშია მოწყობილი. აქ ყველა მოქალაქეს თერმოსკრინინგი უტარდება. კორონავირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.
აღნიშნულ პუნქტებზე კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ერთობლივად ახორციელებენ. შსს-ს თანამშრომლები მოქალაქეთა გადაადგილებას აკონტროლებენ, ხოლო თავდაცვის წარმომადგენლები თერმოსკრინინგს უკეთებენ.იმ შემთხვევაში, თუ პირს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი აღმოაჩნდება, მაგალითად ტემპერატურა ან სხვა, მას შესაბამის სამედიცინო პუნქტზე გადაამისამართებენ.აღნიშნულ პუნქტებზე ხდება 24 საათიანი კონტროლი.მთავრობის გადაწყვეტილებით, 31 მარტიდან საქართველოში საყოველთაო კარანტინი და „კომენდანტის საათი“ გამოცხადდა. პირს, რომელიც დაარღვევს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს 3 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება, ხოლო იურიდიულ პირს 15 000 ლარი.საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. პირველი აპრილის მდგომარეობით სულ 115 შემთხვევაა დადასტურებული.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]