შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალქალაქში მომხდარი ხულიგნობისა და სროლის ფაქტზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 მარტი 2020
ახალქალაქში მომხდარი ხულიგნობისა და სროლის ფაქტზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ მთავარი → სიახლე, საზოგადოება, სამართალი 31.03.2020 ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სამველ პეტროსიანს და ენზელ მკოიანის ძმისშვილს, არმენ მკოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ახალქალაქში 26 მარტს მომხდარ დაპირისპირებაზე, რომელშიც „ქართული ოცნების“ დეპუტატი ენზელ მკოიანი და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მონაწილეობდნენ, ახალციხის რაიონულ სასამართლოში პროცესი დღეს 31 მარტს გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ დაკავებულ სამველ პეტროსიანს და ენზელ მკოიანის ძმისშვილს, არმენ მკოიანს პატიმრობა შეუფრდა.სამველ პეტროსიანის და არმენ მკოიანის მიმართ წარდგენილი ბრალდებები, სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს."გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 26 მარტს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ. ახალქალაქში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარ „გოლდთან“ ს.პ.-მ და ა.მ.-მ ძალადობრივი ქმედებებით და ასეთი ქმედების მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხმოვანი პისტოლეტიდან არაერთი გასროლით გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა და უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი. სამართალდამცველებმა ს.პ. და ა.მ. 28 მარტს დააკავეს. ს.პ.-ს და ა.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით და იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) წარედგინა", – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ინციდენტი ახალქალაქის ცენტრში 26 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის საცხოვრებელ სახლთან მოხდა. შემთხვევიდან რამდენიმე საათში ენზელ მკოიანი და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ამჟამად, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი სამველ პეტროსიანი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში, გადაიყვანეს, სადაც მთელი ღამის განმავლობაში კითხავდნენ.საქმეზე შსს–მ ძიება ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო. 29 მარტს კი სამველ პეტროსიანი და 19 წლის არმენ მკოიანი დააკავეს.დღეს, 31 მარტს ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ენზელ მკოიანმა "სამხრეთის კარიბჭესთან" განაცხადა, რომ ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების დროს, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი სამველ პეტროსიანი მის მოკვლას ცდილობდა, ამიტომ მან თავდაცვის მიზნით ჰაერში გაისროლა. მოგვიანებით დეპუტატმა ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრებიც გაავრცელა. და დეტალურად მოყვა თუ ვინ იღებდა ინციდენტში მონაწილეობას. ოპოზიცია შერჩევით სამართალზე საუბრობს, მათი განცხადებით, პეტროსიანთან ერთად მომხდარზე პასუხი მკოიანმაც უნდა აგოს, რადგან დაპირისპირების დროს პირველმა მან გაისოლა.დაკავებამდე "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა, სამველ პეტროსიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ენზელ მკოიანის შვილი მის შვილთან შესარიგებლად მივიდა. პეტროსიანი განაცხადა, რომ ჰაერში მანაც რამდენჯერმე გაისროლა, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ რაც გაიგონა რომ მათ მოკვლით ემუქრებოდნენ.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია