შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ადმინისტრაციული საზღვრის დარღვევისთვის გალში ორი პირი დააკავეს

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 დეკემბერი 2018
ადმინისტრაციული საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით გალში ბანგლადეშის და ირანის მოქალაქეები დააკავეს. დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 1991 წელს დაბადებული აჰმედ ჯაბეტი და 1988 წელს დაბადებული ხასან საიან ალი „სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ცდილობდნენ საქართველოდან აფხაზეთში“ შესვლას.

ინფორმაციის თანახმად, ისინი 5 დეკემბერს, ე.წ. საზღვრის დაცვის თანამშრომლებმა დააკავეს. სოხუმის სასამართლომ მათ ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია