ამ წუთებში, ოზურგეთის ცენტრში, საპატრულო პოლიციამ ლიხაურელი ცოლ-ქმარი კ.გ და თ.რ 3000 ლარით დააჯარიმა. ქალბატონი, მძღოლის გვერით სავარძელზე იჯდა. ადმინისტრაციული ჯარიმა საგანგებო მდგომარეობის და კარანტინის პირობების დარღვევის გამო გაიცა. შეგახსენებთ, რომ ავტომობილით გადაადგილება შეუძლია მხოლოდ სამ მგზავრს და მხოლოდ უკან სავარძელზე შეიძლება ჯდომა.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კარანტინია გამოცხადებული, ასევე ღამის საათებში მოქმედებს კომენდანტის საათი.