შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალი ალგორითმი - მოქალაქეთა დამატებით კატეგორია, რომელსაც კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება შეეხება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 აპრილი 2020

კორონავირუსი - ახლადშემუშავებული ალგორითმის თანახმად, კორონავირუსზე გამოკვლევა ჩაუტარდებათ იმ პირებსაც, რომლებსაც, ან დაავადების სიმპტომები, ან სარისკო ქცევის ისტორია აქვს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, სახელმწიფომ ალგორითმის ის მოდელი შეარჩია, რომელიც დღეისთვის საუაკეთესოა საქართველოში არსებული მდგომარეობისა და რესურსების გათვალისწინებით.

ცნობისთვის, დღემდე მოქმედი ალგორითმი გულისმხმობდა მხოლოდ იმ პირების ტესტირებას, რომლებსაც ჰქონდათ მწვავე რესპირაციული ინფექციის სიმპტომები ცხელებით ან ცხელების გარეშე და იყო მეორე აუცილებელი პირობა, რომ ამ პიროვნებას უნდა ჰქონოდა რაღაც რისკის შემცველი ქცევები ანუ მას უნდა ემოგზაურა ბოლო 14 დღის განმავლობაში მაღალი რისკის ზონის ქვეყნებში, ან უნდა მიეღო სტუმარი ამ ქვეყნებიდან, ან უნდა ყოფილიყო კონტაქტში ავადმყოფებთან. სხვები ტესტირებას არ ექვემდებარებოდნენ.

"ახლა, როსდესაც დაიწყო შიდა გავრცელება და უკვე რიგ შემთხვევაში პაციენტი ავადდება ისე, რომ ვერ ასახელებს, თუ ვისგან შეიძლება დაინფიცირებულიყო, შეიცვალა მნიშვნელოვანწილად ეს პროტოკოლი.

სამი პაკეტი შეიქმნა ახალ ალგორითმში: პირველი დარჩა უცვლელი, ანუ ის პირები, ვინც აქამდე ექვემდებარებოდნენ ტესტირებას, კვლავ ექვემდებარებიან მას.

ამას დაემატა მეორე პაკეტი - უსიმპტომო პირები, მაგრამ რისკის ქცევებით, მაგალითად, პიროვნებას არ აქვს სიმპტომები, მაგრამ ის ასახელებს, რომ იმოგზაურა იტალიაში ან უმასპინძლა იტალიელ სტუმრებს ან იყო კონტაქტში ავადმყოფებთან. ეს პიროვნებაც ამიერიდან ექვემდებარება გამოკვლევას.

მესამე პაკეტი, ვისაც სიმპტომები აქვს, მაგრამ რისკის ფაქტორები არა. ახველებს, აქვს ტემპერატურის მომატება, ყელის ტკივილი, მაგრამ არსად უმოგზაურია და არც სავარაუდო ავადმყოფთან ყოფილა - ამ ადამიანების გამოკვლევაც მოხდება,“-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია