გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მეგობარი მყავდა, კაცი რომელსაც არ სწამდა ღმერთის და ცხოვრობდა ღმერთივით"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 აპრილი 2020

"ბიბლიას ორი კატეგორიის მკითხველი ჰყავს.

ვიღაცას სურს დარწმუნდეს ღმერთის არსებობაში და ვიღაცს სურს დარწმუნდეს მის არ არსებობაში.
მყავდა ერთი ათეისტი მეგობარი, რომლის ცხოვრებაც ზუსტად ჰგავდა ღვთიურ მადლმოსილებაში მყოფი კაცის ცხოვრებას და მყავს უამრავი მორწმუნე ახლობელი, რომელსაც საღვთო არაფერი სცხია.
იმაზეც მიფიქრია, ვინ უფრო ცხონდებოდა უფლის წინაშე, კაცი რომელსაც არ სწამდა ღმერთის და ცხოვრობდა ღმერთივით, თუ მე, რომელსაც მწამს მისი არსებობა და ვცხოვრობ ეშმაკისეული მანკიერებებით...
ერთხელ ისიც კი ვუთხარი, შენ რომ ჩემი სულიერი მოძღვარი იყო, დიდიხნის წინ აღვიკვეცებოდი ბერად მეთქი.
ძალიან გვიან შევნიშნე ბრუნოს, რომ როდესაც ჩემთან სტუმრად მოდიოდა, არასოდეს ჯდებოდა ზურგით იმ მხარეს სადაც ხატების კუთხე მქონდა განთავსებული...
ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ პატივს მცემდა და ვუყვარდი ჩემს ღმერთთან ერთად..."

ნუგზარ სულა სულაშვილი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია