შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

300-ლარიანი სოფლის მეურნეობის ვაუჩერი ყველა ოჯახს - „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ინიციატივა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 აპრილი 2020

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით, სოფლად მცხოვრებლთათვის უნდა გამოიყოს 300 ლარიანი ვაუჩერი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება როგორც საგაზაფხულო სამუშაოებისთვის, ასევე საწვავისა და შხამ-ქიმიკატების შესაძენად.

როგორც ენმ-ის კახეთის რეგიონის ხელმძღვანელმა გიორგი ბოტკოველმა დღეს განართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს ინიციატივა შეეხება იმ ოჯახებს, რომლებიც 2 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთს ფლობენ. მისივე თქმით, ასეთი ოჯახების რაოდენობა 440 ათასია.

“დღეს მთლიანად მსოფლიო იმყოფება მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე. ჩვენ ვებრძვით პანდემიას და ამ ვითარებამ მთლიანად შეცვალა ჩენი ყოველდღიურობა როგორც სოდფლად, ასევე ქალაქში მაცხოვრებლებისთვის. ადამიანებმა დაკარგეს ყოველდღიური შემოსავალი, მათი დანაზოგი, ვისაც ეს გააჩნდა, მიმართულია ამ პრობლემების გასანკლავებლად. სწორედ ამიტომ გამოვდივართ ინიციატივით გაიცეს მიზნობრივი ვაუჩერი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება როგორც საგაზაფხულო სამუშაოებისთვის, ასევე საწვავისა და შხამ-ქიმიკატების შესაძენად - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ენმ ხელისუფლებას სთავაზობს, დაუყოვნებლივ შეიქმნას სოფლის მეურნეობის ვაუჩერი.

„დღეს ყველა სოფლის მცხოვრებს ჭირდება დახმარება. ეს არაა ის თანხა, რომელიც შეიძლება არ ქონდეს ბიუჯეტს, მაგრად ნამდვილად არის ის თანხა, რომელიც ყოფას შეუმსუბუქებს ოჯახებს სოფლებში. ასეთი მხარდაჭერის გამოცდილება აქვს ჩვენს ქვეყანას არაერთი სტიქიისა თუ სხვა პრობლემებიდან გამომდინარე. ამას ემატება უცხოეთიდან ჩვენი მოქალაქეებვის დაბრუნება და მათ აქ ჩამოსვლის შემდეგ სჭირდება მხარდაჭერა" - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

 

მისივე თქმით, ეს არის აუცილებელი ღონისძიება, რომელიც დღეს სოფლის მოსახლეობას გადაუდებლად ესაჭიროება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია