შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გახარია სააღდგომო ლიტურგიას თვალს ტელევიზორით მიადევნებს და სხვებსაც იგივეს ურჩევს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 აპრილი 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, როგორც ერთი ქრისტიანი, სააღდგომო ლიტურგიას თვალს სახლიდან, ტელევიზორის საშუალებით მიადევნებს.

"მე, რა თქმა უნდა, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი ამას ყველაფერს თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით, ეს ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა როგორც ცალკე აღებული მოქალაქის, ისევე, როგორც მთავრობის ხელმძღვანელის. თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდებ, რომ ყველა მოვიქცეთ ასე. ჩვენი რწმენის აღსრულება შეგვიძლია ისე, რომ ჩვენი ოჯახის წევრების, მეზობლებისა და მშობლების ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ"- თქვა პრემიერმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია