შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილმა მითხრა, არ ხარ ვალში მმართველ პარტიასთან, შეგიძლია, დამოუკიდებელი იყო"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 დეკემბერი 2018

სალომე ზურაბიშვილი აღიარებს, რომ მის გამარჯვებაში მთავარი როლი ივანიშვილის „ქართული ოცნების“ მხარდაჭერამ ითამაშა. თუმცა მისი თქმით, არ არსებობს წინაპირობები, რომელიც მას აიძულებს, მომავალში ივანიშვილისა და მისი პარტიის ერთგული იყო. ამის შესახებ ზურაბიშვილმა the daily beast-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

„არჩევნების შემდეგ ვნახე ბატონი ივანიშვილი. რომელმაც მითხრა: „შენ არ ხარ ვალში მმართველ პარტიასთან, შეგიძლია, დამოუკიდებელი იყო“

სტატიაში აღნიშნულია, რომ:

„საქართველოში ადვილი არაფერი ჩანს, სადაც საზოგადოება მგრძნობიარეა ნამდვილი დემოკრატიის მიმართ, თუმცა გახლეჩილია ერთის მხრივ ჩრდილოვან მმართველ ბიძინა ივანიშვილსა და მისი მმართველი პარტიით, მეორე მხრივ კი ოპოზიციით, რომელსაც გაძევებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლიდერობს, ამასთან ქვეყანაში ბევრი პოსტსაბჭოთა ავაზაკია.“

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია