სამცხე-ჯავახეთი
‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
06 აპრილი 2020
‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი
მთავარი → სიახლე, განათლება 06.04.2020
განათლების მინისტრის განმარტებით, სკოლებში მიმდინარე სემესტრი არ ჩავარდება, რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, მისი ფორმატის ან თარიღის ცვლილების საკითხი არ განიხილება.
„ტელესკოლის“ ფარგლებში განსაკუთრებული როლი აქვს „აბიტურიენტის საათს“, სადაც აბიტურიენტები იღებენ კონსულტაციებს, ჩვენი წამყვანი სპეციალისტებისგან. ჩვენ გავახანგრძლივეთ რეგისტრაციის ვადა, მაგრამ ეს არ ეხება ეროვნული გამოცდების თარიღებს. ამ ეტაპზე, ეროვნული გამოცდის ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება“, - განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მიხეილ ჩხენკელმა.მისივე თქმით, განათლების მიმართულებით, საქართველო შეფასებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა მსოფლიოში.„ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ, გამოაქვეყნა ჩარჩო დოკუმენტი, სადაც კორონავირუსის გამო შექმნილი გამოწვევების დასაძლევად, განათლების მიმართულებით, საქართველო შეფასებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა მსოფლიოში. ამ დოკუმენტში განხილულია ყველა ღონისძება, რაც გაატარა განათლების სამინისტრომ. პროექტი „ტელესკოლა“ გამოყოფილია განსაკუთრებით“. ჩხენკელის თქმით, „ტელესკოლის“ პროექტი განკუთვნილია ყველასთვის, განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა წვდომა ინტერნეტთან.„ეს სემესტრი აუცილებლად შედგება და არცერთ შემთხვევაში არ ჩავარდება“ – აცხადებს ჩხენკელი.[sknews.ge]