გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

BBC: ნიუ-იორკში ზოოპარკში ვეფხვს კორონავირუსი დაუდასტურდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 აპრილი 2020

ნიუ-იორკში, ბრონქსის ზოოპარკში 4 წლის ვეფხვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ვარაუდობენ, რომ ეს ადამიანიდან ცხოველზე ინფიცირების პირველი შემთხვევაა.

ვეფხვს სახელად ნადია და მასთან ერთად კიდევ 6 "დიდ კატას" ვირუსი ზოოპარკის თანამშრომლისგან გადაედოთ, რომელსაც სიმპტომები არ ჰქონდა, ან მანამდე ჰქონდა ცხოველთან ურთიერთობა, სანამ სიმპტომებს გამოავლენდა. ცხოველებმა სიმპტომების გამოვლენა, მათ შორის მშრალი ხველა გასული თვის ბოლოს დაიწყეს.

ზოოპარკი აცხადებს, რომ ნადია მის დასთან, აზულთან, ორ ამურის ვეფხვთან და სამ აფრიკულ ლომთან ერთად სავარაუდოდ ბოლომდე გამოჯანმრთელდება. ჯერ უცნობია როგორ გავლენას ახდენს ვირუსი სხვადასხვა სახეობაზე, თუმცა ზოოპარკი მათ აკვირდება.

ინფიცირებული ცხოველები ზოოპარკის ერთ ნაწილში განთავსდნენ, იგივე სახეობის სხვა წარმომადგენლებს სიმპტომები არ აქვთ. ზოოპარკის ვეტერინარის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, რაც იციან, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, რომ ადამიანმა ცხოველს გადასდო ვირუსი და ცხოველი დაინფიცირდა. მან აღნიშნა, რომ ამ გამოცდილებას სხვა ზოოპარკებსა და ინსტიტუტებს გაუზიარებს, რომლებიც კორონავირუსს იკვლევენ.

ნიუ-იორკის ოთხივე ზოოპარკი ვიზიტორებისთვის 16 მარტიდან დაკეტილია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია