შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჰააგის სასამართლოში დაზარალებულთა ფონდის დირექტორატში გოჩა ლორთქიფანიძე აირჩიეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 დეკემბერი 2018

ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე აირჩიეს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გოჩა ლორთქიფანიძეს მხარი 123 სახელმწიფოს წარმომადგენელმა დაუჭირა. მანდატი ორწლიანია, ხოლო დირექტორატი 5 წევრისაგან შედგება. 

გოჩა ლორთქიფანიძე არის პირველი ქართველი, ვინც ამ ფონდში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის განკუთვნილი კვოტით აირჩიეს. მან ამ პოზიციაზე ბოსნია-ჰერცეგოვინის წარმომადგენელი შეცვალა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის დაზარალებულთა ფონდში არჩევა შესაძლებლობას აძლევს საქართველოს, ფონდის ყურადღება მიმართოს არაერთი ქვეყნისა და, მათ შორის, საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე − დაზარალებულთა საჭიროებებსა და მათთვის მიყენებული ზიანის საკითხებზე. იმ რეალობაში, როდესაც ჰააგის სასამართლოს პროკურატურა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართველების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს, მსხვერპლთა დაცვა და მათი უფლებების აღდგენა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია" - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაზარალებულთა ფონდის დირექტორატის არჩევნები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის (ASP) სესიის ფარგლებში 2018 წლის 5 დეკემბერს ჰააგაში გაიმართა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია