შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორში კომენდანტის საათის დარღვევის გამო 2 მოქალაქე დააჯარიმეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 აპრილი 2020
გორში კომენდანტის საათის დარღვევის 2 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორმა, გორი-ბერბუკის მონაკვეთზე განთავსებულ პოსტზე გამართულ ბრიფინგის დროს განაცხადა. მისი თქმით, დამრღვევ მოქალაქეების მიმართ, პოლიციამ შესაბამისი ზომები გაატარა. რეგიონის საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელმა ბოლო 24 საათში განვითარებული მოვლენებიც შეაჯამა და აღნიშნა, რომ რეგიონში სიტუცია სტაბილურია. კერძოდ, კორონავირუსთან დაკავშირებით, შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილ ნიმუშებიდან ვირუსი კვლავ არც ერთ მათგანზე დადასტურდა. 9 აპრილს დილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 214-მდე გაიზარდა. მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge მონაცემები რამდენიმე წუთის წინ განახლდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 50 პაციენტი. გარდაცვლილი - 3. კარანტინის რეჟიმშია 4559 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 353 პირი. "გუშინ დილის მონაცემებით ჩვენ გვყავდა 208 პაციენტი. დღეს დაგვემატა 6 პაციენტი და არის 214 დადასტურებული შემთხვევა. ამ 6 შემთხვევიდან სამი არის ქუთაისში გადაყვანილი და სამი თბილისში.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია