შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ალექსანდერე სარიშვილს მძიმე დროება უდგას

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 აპრილი 2020
ალექსანდრე სარიშვილის რეიტინგი, რომელიც 2017 წელს ლანჩხუთის მოსახლეობის მიერ , ყველაზე დიდი 67% პროცენტით იქნა არჩეული, 15%-მდე დაეცა. მისი საზოგადოებრივი მხარდაჭერა გამქრალია , რაც გამოწვეულია იმით, რომ სარიშვილი და მისი გუნდი უუნარონი არიან გაატარონ ეფექტური პოლიტიკა , რომელიც საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად უნდა გამომდინარეობდეს და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობი სგაუმჯობესების, უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს შექმნისკენ უნდა იყოს მიმართული. ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე ალექსანდე სარიშვილის, როგორც მერის, ლეგიტიმაციის საკითხი ლანჩხუთის მოსახლეობაში ეჭქვეშ დგას. თუმცა იგი არა მარტო ხალხის თვალში გახდა ულეგიტიმაციო და უავტორიტეტო, არამედ საკუთარ პარტიასა და თანაგუნდელებში. „ქართული ოცნების“ ოფისსში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელიც სარიშვილის გარეშე და მისგან ფარულად შედგა, საკრებულოს ამჟამინდელი თავჯდომარის - ბესიკ ტაბიძის დანიშვნა განიხილეს საარჩევნო შტაბის უფროსის თანამდებობაზე. აღნიშნულ ფაქტს კი ლანჩხუთის მერი სრულიად შემთხვევით შეესწრო. ლანჩხუთის მოსახლეობას მინდა შევახსენო. ეს ის ბესიკ ტაბიძეა, რომელიც გასულ წლებში „ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს უფროსის“ პოზიციას იკავებდა და მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ბატონმა მერაბიშვილმა გამოაგდო ბენზინის ტალონების, ფერადი ლითონის ქურდობისთვის და ტენდერებში წილების მოთხოვნის გამო. მასთან ერთად ზემოთხსენებულ უმსგავსობებში ერთ-ერთი მაღალჩინოსანიც მონაწილეობდა, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ ისევ ააღზევა და თანამდებობდაზე განაწესა. გარდა ამისა, ბესიკ ტაბიძის სახლი ზუსტად იგივე ფერის საღებავით არის შეღებილი, რომელი ფერითაც ლანჩხუთის პოლიციის ყოფილი შენობაა დამშვენებული. თუ რატომ - დასკვნების გამოტანა თქვენთვის მომინდია ძვირფასო ლანჩხუთელებო. ალექსანდერე სარიშვილს კი ნამდვილად მძიმე დროება უდგას, რადგან იგი საკუთარი პარტიისგანაც კი გარიყულია და ალბათ ბოლოს მარტოდ მოუწევს დარჩენა. დიახაც, მარტოდ - ვით „მეფე ლირი“ – „ლირი“ ყველასგან მიტოვებული
ვიცი, ახლა არ არის ამის დრო, მაგრამ ამ მერების გადადგომებმა გადამაწყვეტინა ამ ყველაფერის გამოქვეყნება.
გივი ცინცაძე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლანჩხუთის აღმასრულებელი მდივანი.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია