გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორც ყოველთვის სჩვევია... უხმაუროდ- ოცნების დეპუტატი StopCov-ში ივანიშვილის გადარიცხვაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 აპრილი 2020

"როგორც ყოველთვის სჩვევია... უხმაუროდ", — ასე გამოეხმაურა პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე StopCov-ის ფონდში ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ 100 მილიონი ლარის გადარიცხვას.

"ისევ საქართველოსთვის!
ისევ ბიძინა ივანიშვილი!
ისევ ქართუ!
როგორც ყოველთვის სჩვევია...
უხმაუროდ...
სწორედ მაშინ, როცა ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყანას...
სწორედ ის, რაც დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია...
100 000 000 ლარი საქართველოს!" — წერს დეპუტატი ფეისბუქზე.

პარტია ქართულმა ოცნებამ დაადასტურა გუშინ, 8 აპრილს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ StopCov ფონდში 100 მილიონი მათმა თავმჯდომარემ გადარიცხა. მათი თქმით, ეს თანხა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ჩარიცხა.

"სპეციალურად StopCoV ფონდისთვის 100 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილმა ქართუ ფონდში რამდენიმე დღის წინ ჩარიცხა.

ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დონაცია კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის ანგარიშზე გუშინ გვიან ღამით აისახა", — წერია პარტიის განცხადებაში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია