კახეთიდან გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 15 ანალიზის პასუხი უარყოფითია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა, რომ ანალიზების ნაწილი გუშინ ე.წ. ცხელების ცენტრებიდან, ნაწილი კი საკარანტინო ზონიდან აიღეს.
ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, კახეთში კარანტინში იმყოფება 414 მოქალაქე, ხოლო თვითიზოლაციაში კი 2 ადამიანი რჩება.