შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მთავრობის წევრებმა საპატრიარქოში შეხვედრა გამართეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 აპრილი 2020

ტვ პირველისა და რუსთავი 2-ის ცნობით, საპატრიარქოში მთავრობისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. ტვ პირველისვე ინფორმაციით, საპატრიარქოში მისვლამდე მთავრობის წევრებს ქართული ოცნების ოფისში ჰქონდა შეხვედრა. 

 

ტაბულა ამ ინფორმაციის გადმოწმებას პარტიის პრესსამსახურში შეეცადა, სადაც არ გვიპასუხეს. ინფორმაციის გადამოწმებას ვცდილობთ საპატრიარქოსთანაც. 

შეხვედრას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც ესწრებოდა, რომელიც ამბობს, რომ საუბარი მხოლოდ სააღდგომო ლიტურგიას არ ეხებოდა. 

"საუბარი მარტო სააღდგომო ლიტურგიაზე არ იყო. მის უწმინდესობასთან ზოგადად, ვისაუბრეთ ეპიდსიტუაციაზე, რა ხდება ქვეყანაში და მსოფლიოში", - უთხრა გამყრელიძემ IPN-ის.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მთავრობის წევრებისა და მღვდელმთავრები ამბობენ, რომ მათ ერთმანეთთან "აქტიური" და "ეფექტური" კომუნიკაცია აქვთ იმის შესახებ, თუ როგორ გაიმართება სააღდგომო ლიტურგია ე.წ კომენდანტის საათის პირობებში, რომლის მიხედვითაც, საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00-მდე გადაადგილება აკრძალულია. 

ბზობის სადღესასწაულო ლიტურგიაზე სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს არქიდიაკონმა დემეტრემ მიმართა და უთხრა, რომ აღდგომის წინა ღამით, 23:00 საათზე პატრიარქი ილია II სამების ტაძარში მივა და ლიტანიობა დაიწყება. 

არქიდიაკონის ინფორმაციითვე, სამებაში ვნების კვირეულის ღვთისმსახურებები და სააღდგომო ლიტურგიაც ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება, იქნება ლიტანიობა.  

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია