შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში ქართული წარმოების პირბადეები შემოტანიდან ერთ დღეში გაიყიდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 აპრილი 2020
ახალციხეში ქართული წარმოების პირბადეები შემოტანიდან ერთ დღეში გაიყიდა მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 13.04.2020 ახალციხის აფთიაქებში მრავალჯერადი მოხმარების ქართული წარმოების პირბადეები აღარ აქვთ. როდის შემოიტანენ ახალ პარტიას უცნობია. ქართული წარმოების პირბადეები პსპ-ს სააფთიაქო ქსელში შაბათს მიიღეს, კვირას უკვე აღარ ჰქონდათ.„შაბათს შემოვიტანეთ და სულ გაიყიდა, ამ ოთხშაბათს წამლები უნდა შემოვიტანოთ და შესაძლებლია პირბადეები გვქონდეს“,-გვითხრეს პსპ-ში.დღეს ამოიწურა მარაგი ჯიპისის აფთიაქშიც, აქ პირბადეები გუშინ, 12 აპრილს შემოიტანეს.დიდი მოთხოვნა იყო და მალევე გაიყიდა ფარმადეპოშიც. რაც შეეხება ავერსის აფთიაქებს, ახალციხეში ჯერ არ შემოუტანიათ.ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, რვა აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართული წარმოების პირბადეები მთელი საქართველოს მასშტაბით სააფთიაქო ქსელებში კვირის ბოლომდე გამოჩნდებოდა.ერთ ადამიანს მხოლოდ სამი პირბადის ყიდვის უფლება აქვს. მისი ფასი 50 თეთრია. პირველ ეტაპზე ქართული პირბადეები ოთხ სააფთიაქო ქსელში გაიყიდა. ესენია ავერსი, ფარმადეპო, პსპ და ჯიპისი.[მარიამ ბარძიმაძე,ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია