შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ალავერდში სააღდგომო მსახურება ღამისთევით ჩატარდება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 აპრილი 2020
ალავერდის საკათედრო ტაძარში სააღდგომო მსახურება ღამისთევით ჩაატარდება. ამის შესახებ ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავარმა, მეუფე დავითმა განაცხადა.

"ღამისთევა იქნება ალავერდის ტაძარში. მრევლი, რომელიც ვერ შეძლებს მოსვლას, სახლში დარჩება და მეორე დილით 7 საათზე მივლენ სამრევლო ტაძრებში. აქ ღამისთევა თორმეტისნახევარზე დაიწყება მრევლი თვითონ გადაწყვეტს, როგოერ მოვიდეს, დაიცავენ კანონს და აღასრულებენ თავის სარწმუნოებრივ მოთხოვნილებებს."

დილიდან ალავერდის საკათედრო ტაძარში, სადაც ასულიერო პირები, მონასტრის წევრები და მრევლის მცირე რაოდენობა იმყოფებოდა, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა გარდამიხსნის ლოცვები წაიკითხა. იქ მყოფთა შორის დისტანციას სტიქაროსნები არეგულირებდნენ.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია