შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ეკლესიებში სააღდგომო ლიტურგია მრევლის გარეშე გაიმართება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 აპრილი 2020

გურჯაანი-ველისციხის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის, მეუფე ექვთიმეს გადაწყვეტილებით, დღეიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყველა ეკლესიაში ღვთის მსახურება და სააღდგომო ლიტურგია მრევლის გარეშე გაიმართება.

მისი თქმით, ტაძრები არ დაიკეტება და ადამიანებს ეკლესიაში მისვლა და სანთლის დანთება შეეძლებათ.

როგორც მეუფე ექვთიმემ ტელეკომპანია ,,გურჯაანს” განუცხადა, სააღდგომო ლიტურგიას მხოლოდ სასულიერო პირები და სტიქაროსნები დაესწრებიან,  მრევლს კი ეკლესიაში არ დაუშვებენ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია