შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ვერ აუვალთ ამდენს -დარჩით სახლში იმიტომ, რომ აუცილებლად უნდა გადავრჩეთ"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 აპრილი 2020

ლევან რატიანი მოსახლეობას - ჩვენ თქვენთვის ვართ, მაგრამ ვერ აუვალთ ამდენს - დადგა დრო, ერთმანეთს დავცილდეთ, იმიტომ, რომ აუცილებლად უნდა გადავრჩეთ

"ჩვენ თქვენთვის ვართ, მაგრამ ვერ აუვალთ ამდენს, თუ არ დაიცავით ერთი რამ, დარჩით სახლში ფიზიკური დისტანციით, თუმცა დესოციალიზაციის გარეშე, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანაში დამატებითი აპარატურა შემოდის, თუმცა თუ მოქალაქეებმა ერთმანეთი არ დაიცვეს, ექიმები მდგომარეობას ვერ გაუმკლავდებიან.


„მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას. დადგა დრო, რომ ერთმანეთს უნდა დავცილდეთ. უნდა დავცილდეთ იმიტომ, რომ აუცილებლად უნდა გადავრჩეთ. დაცილების ერთ-ერთი გზა არის ფიზიკური დისტანცია, მაგრამ ერთი გამონაკლისით, დესოციალიზაციის გარეშე. ჩვენ თქვენთვის ვართ, მაგრამ ვერ ავუვალთ ამდენს, თუ არ დაიცავით ერთი რამ, დარჩით სახლში ფიზიკური დისტანციით.

კიდევ შემოვიდა დამატებით ის საჭირო აპარატურა, რომელიც გვჭირდება ქვეყანას, მაგრამ თუ არ დავიცავით ერთმანეთი, ჩვენც ვერ ავუვალთ ამ ყველაფერს“,- განაცხადა რატიანმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია